понедельник, 11 мая 2015 г.

დღე მეცხრე

  დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.ყველა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.ყველა ძალიან ვნერვიულობდით .საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.განსაკუთრებით მომეწონა ნათიას და თამუნას პროექტის პრეზენტაციები .
  გმადლობთ ბატონო დავით საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისა და ჩვენი გაძლებისათვის.

დღე მერვე

დღეს ვისწავლეთ ონლაინ რესურსების გამოყენებით მულტფილმების გადმოწერა, ფოტოების გაშარჟება, ფოტოკოლაჟის გამზადება და გავრცელება, ანიმაციური მულტფილმების აწყობა, გავეცანით კომიქსების შესაქმნელ პროგრამას.




დღე მეშვიდე

დღეს ვისწავლეთ ეკრანის ანაბეჭდის გაკეთება და შნახვა და დრაივში შენახული საქაღალდეების ბლოგში გადატანა. კარგად გავიგე და მიხარია. გმადლობთ.

დღე მეექვსე

დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლე ვიდეოს მოძებნა, გადმოწერა, შენახვა, გადაგზავნა. გავარჩიეთ აპლიკაციები.

четверг, 30 апреля 2015 г.

დღე მეხუთე

დღე მეხუთე
დღევანდელი მეცადინეობა ყველაზე მეტად მომეწონა . დღეს გავიგე რა არის დრაივი და დრაივში მუშაობა. ვისწავლე საქაღალდეების შექმნა, დასათაურება, ტკაცუნების გაკეთება. ვისწავლე, როგორ გავხადო ჩემი საქაღალდე ყველასთვის ხელმისაწვდომი.   ადვილად და კარგად დავძლიე და  ძალიან მიხარია.
დღესვე ვისწავლე კითხვარის შექმნა, შევსება, წაკითხვა, შენახვა და წაშლა.
ვნახეთ ვიდეო გავეთილები.

დღე მეოთხე

დღე მეოთხე
დღეს ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა.სურათების, ვიდეოს გადმოწერა, შენახვა და გადაგზავნა, გადამისამართება. ვისწავლე ბლოგზე ღილაკების დამატება გაჯეტების გამოყენებით. ვისწავლე ცარიელ ფურცელზე სურათის ჩასმა და ფურცლისთვის ფერების შეცვლა.

დღე მესამე

დღე მესამე
გავიმეორეთ ახალი ბლოგის შექმნა, წერილების წაკითხვა და გაგზავნა. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა. საქაღალდის შექმნა. ახალი ფანჯრის გახსნა.

დღე მეორე

დღე მეორე
დღეისთვის უნდა შემექმნა ახალი ბლოგი, ცოტა კი ვიწვალე, მაგრამ გამოვიდა და მიხარია. ვისწავლე საათის გასწორება კომპიუტერზე, სიგელების, დიპლომების, მოსაწვევი ბარათების, ბროშურების დამზადება, შენახვა, გაგზავნა, სურათების გადმოწერა, შენეხვა, გაგზავნა. სახალისოა. 

დღე პირველი

დღე პირველი
ურთიერთგაცნობის შემდეგ ბატონი დავითი გვესაუბრა ინტელის ტრენინგ კურსის შესახებ. შევავსეთ რეგისტრაციის ფორმა. ვნახეთ ვიდეო როგორ შევქმნათ ბლოგი, დავათვალიერეთ ერეთ ერთი მასწავლებლის პორტფოლიო. მივიგეთ მეორე დღისთვის შესასრულებელი დავალებები. ცოტა არ იყოს, მეშინია, მაგრამ იმედია, დავძლევ და ყველაფერი კარგად იქნება.